“შოკის მომგვრელი პოსტი”

ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა, გაურკვეველი წარმომავლობის საიტები სადაც იწერება ძალიან დიდი სისულელები, მაგრამ ამ სტატიების სათაურები ნამდვილად სახალისოა, ვინც სოციალური ქსელის მომხმარებელია და ასეთი ძალიან ბევრია უკვე მიხვდება რაზე მაქვს საუბარი, მაგალითად: ბიჭი მარკეტში შევიდა და რაც შემდეგ მოხდა შოკში ჩაგაგდებთ  ან  ამ გოგონას თავიდან ყველა დასცინოდა, მაგრამ რაც შემდეგ რაც მოხდა ტირილს მოგანდომებთ, მოკლედ ესეთი სათაურები ყველას გინახავთ სავარაუდოდ რამოდენიმე წაგიკითხავთ კიდეც, სამწუხაროდ სათაური და შინაარსი არანაირ კავშირში არ არის ხოლმე, მაგრამ დღეს მე სხვა რამეზე მინდა დავწერო, როგორი იქნებოდა ძალიან ცნობილი ფილმების სათაურები ამ სტატიების ავტორებს რო დაეწერათ სცენარი :)

განაგრძეთ კითხვა

აი ის მომენტები

  1. აი ის მომენტი საწოლიდან რო ადგები და ფეხის ნეკა თითს რომ მიარტყავ საწოლის კუთხეს.
  2. აი ის მომენტი რიგში რომ დგახარ და უკნიდან ვიღაც გასუნთქებს.
  3. აი ის მომენტი სამარშუტო ტაქსში ერთი ადამიანი რომ აქტიურობს და ყველაფერზე რეპლიკას აკეთებს (რათქმა უნდა უკმაყოფილოა)
  4. აი ის მომენტი ყველაზე მეტად როცა გჭირდება სადმე დარეკვა მაშინ რომ გიმთავრდება ბალანსი.
  5. აი ის მომენტი მუშაობა რო გეზარება და საკუთარ თავთან რაღაც სულელური მიზეზებით აპრავებ.
  6. აი ის მომენტი 3 წიგნი რომ აქვთ წაკითხული და რო უნდათ ყველა თემაში ჩასვან ამ წიგნებიდან ციტატა.
  7. აი ის მომენტი როცა გგონია რომ წონაში დაიკელი, არადა ვერავინ ამჩნევს.
  8. აი ის მომენტი უხერხული რომ არის. :)
  9. აი ის მომენტი ცხელ ხაზზე რომ რეკავ და თქვენ ხართ რიგში 37 –ე.
  10. აი ის მომენტი დილით მაღვიძარა რო გაღვიძებს და კიდევ 5 წუთი რო გძინავს.
  11. აი ის მომენტი კარგ ფოტოაპარატს რომ ყიდულობ და ხელოვანი რო ხდები.
  12. აი ის მომენტი არ მინდა დალევა, კარგი 1 ჭიქას დავლევ თქვენი ხათრით.
  13. აი ის მომენტი პანაშვიდზე სანამ ოთახში შეხვალ რო გეცინება.
  14. აი ის მომენტი ზრდილობის გულისთვის რო გეცინება ანეგდოტზე.
  15. აი ის მომენტი ოთახში უფროსი რო შემოდის და საქმიან სახეს რო იღებ :D
  16. აი ის მომენტი როცა გიმტკიცებენ რო ფანრიანი ნოკია ჯობია iPhone – ს იმიტომ რომ ამას თუ უნდა მე–5–ე სართულიდან გადააგდებს და არაფერი მოუვა
  17. აი ის მომენტი როცა გეუბნებიან რო 2003 წელში გამოშვებული მანქანა ახალია.
  18. აი ის მომენტი როცა ბავშვი ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი.
  19. აი ის მომენტი CV – ში რო უწერიათ ინტერნეტი და ელ–ფოსტა ვიციო.
  20. აი ის მომენტი მანქანას რო ძრავ და სარკეში ხედავ 70 წლის სტაიანშიკი რომ მორბის.
  21. აი ის მომენტი მეგობრებთან ერთად სადმე რო მიდიხარ და ერთი ყოველთვის ყველაფერში რო გეწინააღმდეგება:)
  22. აი ის მომენტი შვებულებაში რო ხარ და სამსახურიდან გირეკავენ.
  23. აი ის მომენტი ხელის დაბანის დროს ბრჩხილის ქვეშ საპონი რო დაგრჩება.
  24. აი ის მომენტი ჭამის დროს ვიღაც ტვინს რო გიბურღავს
  25. აი ის მომენტი ამ პოსტს რო კითხულობ და ხვდები რომ ეს მომენტები შენც გქონია :)

20 რამ თუ რატომ არ მომწონს Microsoft – ი

რატომ არ მომწონს Microsoft – ი ?

  1. იმიტომ რომ  Object reference not set to an instance of an object.
  2. იმიტომ რომ  Windows – ში Desktop Refresh – ი არსებობს.
  3. იმიტომ რომ  Internet Explorer -ი გააკეთეს.
  4. იმიტომ რომ  კომპიუტერი რომ გამორთო “Start” ში უნდა შეხვიდე.
  5. იმიტომ რომ  ეს იკონკები გააკეთეს. Windows-default-shortcut-icon
  6. იმიტომ რომ  ბალმერი არის CEO.
  7. იმიტომ რომ  Surface–მა პრეზენტაციაზე გაჭედა და ამის დამალვა სცადეს.
  8. იმიტომ რომ  ბალმერი პრეზენტაციაზე Mac Book ით მივიდა.
  9. იმიტომ რომ  Zune გააკეთეს.
  10. იმიტომ რომ  Visual Studio – ში კონტროლები მოიფიქრეს და  ხალხს პროგრამირების სწავლის სურვილი დაუკარგეს.
  11. იმიტომ რომ  Libraries დაამატეს Win 7 ში.
  12. იმიტომ რომ  Windows Media Player ი გააკეთეს.
  13. იმიტომ რომ  რაც skype Microsoft – მა იყიდა იმის მერე ჭედავს.
  14. იმიტომ რომ  მეტრო სტაილი მაგარი გონიათ.
  15. იმიტომ რომ  Bing.com  გააკეთეს.
  16. იმიტომ რომ  გემოვნება არ აქვთ.
  17. იმიტომ რომ  Microsoft ი რომ არ ყოფილიყო devexpress ი არ შეიქმნებოდა.
  18. იმიტომ რომ არ არიან ნოვატორები.
  19. იმიტომ რომ  Con – ს ვერ დაარქმევ ფოლდერს.
  20. იმიტომ რომ Microsoft Ajax – ი გააკეთეს.

To be continued…