თამაზიჩი

სახელი: (იციან მხოლოდ ძალიან ახლო ნათესავებმა, მაგრამ არავინ ეძახის)
გვარი: უცნობია
მამის სახელი: თამაზი(დოცენტი კაცი იყო)
მისამართი: გლდანი
მეუღლე: ნათელა (არ გაცილებულა „კუხნა“–„კრაოტის“ მარშრუტს)
შვილები: დიდი ბიჭი(მუტრუკი) – პატარა(დებილია ეს ჩემისა დედამის გავს)
ელ–ფოსტა: „ეგ რა ჩემი ფეხებია ადრე რო არ იყო ვერ ვცხოვრობდი?“
პოლიტიკური შეხედულება: სოციალისტური (სტალინი უნდათ ამათ დედას უტირებდა)
საყვარელი ფრაზები: „რა ქვეყანა დაგვინგრიეს“, „ეგ უნდა იყოს მინისტრი და მე ესეე?“, „სად იყავით თქვენ მე რო კონიაკი გამქონდა ვლადივასტოკში“,

განაგრძეთ კითხვა