“შოკის მომგვრელი პოსტი”

ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა, გაურკვეველი წარმომავლობის საიტები სადაც იწერება ძალიან დიდი სისულელები, მაგრამ ამ სტატიების სათაურები ნამდვილად სახალისოა, ვინც სოციალური ქსელის მომხმარებელია და ასეთი ძალიან ბევრია უკვე მიხვდება რაზე მაქვს საუბარი, მაგალითად: ბიჭი მარკეტში შევიდა და რაც შემდეგ მოხდა შოკში ჩაგაგდებთ  ან  ამ გოგონას თავიდან ყველა დასცინოდა, მაგრამ რაც შემდეგ რაც მოხდა ტირილს მოგანდომებთ, მოკლედ ესეთი სათაურები ყველას გინახავთ სავარაუდოდ რამოდენიმე წაგიკითხავთ კიდეც, სამწუხაროდ სათაური და შინაარსი არანაირ კავშირში არ არის ხოლმე, მაგრამ დღეს მე სხვა რამეზე მინდა დავწერო, როგორი იქნებოდა ძალიან ცნობილი ფილმების სათაურები ამ სტატიების ავტორებს რო დაეწერათ სცენარი :)

განაგრძეთ კითხვა

დავიჯერო ძნელია?

ქართველები რომ განსაკუთრებული  ერი ვართ ამას დამტკიცება არ სჭირდება, მაგალითისთვის შეგვიძლია პიკის საათში გავიაროთ ქუჩებში და იქ რაც ხდება მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს სხვაგან ამას ვერ ნახავ, მაგრამ ამასთან ერთად კიდევ ბევრი თავისებურება გვახასიათებს,  ჩემთვის გაუგებარია  კინოს დარბაზში რატომ უნდა ეძებო შენი ადგილი 5 წუთი?  არადა დარწმუნებული ვარ ყველას გინახიათ კინოში შემოსული ოჯახი რომელიც ჯერ ერთ ადგილას ჯდება ცოტა ხანში მოდის ამ ადგილის მფლობელი ეს ოჯახი დგებ აწუხებს მთელ რიგს და საბოლოოდ კითხვა კითხვით და 10 ადამიანის დახმარებით აგნებს თავის ადგილს, არადა ელემენტარულია, მაგრამ როცა არ უნდა მიხვიდეთ კინოში მსგავს ფაქტს აუცილებლად შეესწრებით.

განაგრძეთ კითხვა