თამაზიჩი

სახელი: (იციან მხოლოდ ძალიან ახლო ნათესავებმა, მაგრამ არავინ ეძახის)
გვარი: უცნობია
მამის სახელი: თამაზი(დოცენტი კაცი იყო)
მისამართი: გლდანი
მეუღლე: ნათელა (არ გაცილებულა „კუხნა“–„კრაოტის“ მარშრუტს)
შვილები: დიდი ბიჭი(მუტრუკი) – პატარა(დებილია ეს ჩემისა დედამის გავს)
ელ–ფოსტა: „ეგ რა ჩემი ფეხებია ადრე რო არ იყო ვერ ვცხოვრობდი?“
პოლიტიკური შეხედულება: სოციალისტური (სტალინი უნდათ ამათ დედას უტირებდა)
საყვარელი ფრაზები: „რა ქვეყანა დაგვინგრიეს“, „ეგ უნდა იყოს მინისტრი და მე ესეე?“, „სად იყავით თქვენ მე რო კონიაკი გამქონდა ვლადივასტოკში“,

განათლება:
არასრული საშუალო, მაგრამ ბევრ პროფესორზე მეტი იცის, თავისი კაცობით და მეობით!

სამუშაო გამოცდილება:
ამჟამად მუშაობს პროფილაკტიკაში შტატგარეშე თანამშრომლად (მაგრამ დირექტორზე მეტი ვესი აქვს ბიჭებში), მისი მოვალეობაა კლიენტებს ტვინი უტ…ნას.
1968–1971 წლებში – გაჰქონდა კონიაკი ვლადივასტოკში (ფული იშოვა ჩეჩქივით)
1972–1974 წლებში – ფაბრიკის დირექტორის მოადგილე (ემსახურებოდა შავი ვოლგა) ფაბრიკის საქმიანობა უცნობია, დაქვემდებარებული  თანამშრომლების რაოდენობა იმატებს ყოველ წელს მინიმუმ 10 კაცით
ამის შემდეგ თამაზიჩი გახდა „ყველაფერშნიკი“ და მისტირის ძველ დროს.

ჰობი:

  1. ოცდაჩვიდმეტ მანეთად მოსკოვში გადაფრენა და სასტუმრო „რასიაში გულავი“, რო კითხო მთელი რუსეთი ყავს მო…..ლი.
  2. ცხვარი და ოციანი

 

იუმორის გრძნობა:
თავის შუტკებზე მარტო თვითონ ეცინება

 

ცოტა რამ მის შესახებ

თამაზიჩი იცვამს მხოლოდ სპორტულ ტანსაცმელს, იმის მიუხედავად რომ უკვე ღიპი აქვს ამტკიცებს რომ ადრე მოცეკვავე იყო და ხელს რო გაშლიდა სასტუმრო რასიაში ყველა ქალი მისი ხდებოდა, სამსახურს თავი რო დაანება იყიდა თეთრი ვაზ–21–06 (შესტოი) მაგ დროს მარტო ამას და ცეკას მდივნის შვილს ყავდათ (ეს ფაქტი არ არის დადასტურებული და სავარაუდოდ ტყუილია), ამჟამად ყავს 1990 წელს გამოშვებული C კლასის მერსედესი გაზზე (მესამე თაობის გაზი მეოთხეს ჯობია) და წინა ფანჯარა სახრახნისით აქვს გაჭედილი, 3200 დოლარი გადაიხადა, დიდ ბიჭს უყიდა (მუტრიკი რო არის იმას) მაგრამ დაამტვრია მაგ ჩემისამ და წაართვა ეხლა თვითონ დადის, საჭესთან ნათლული ზის ნიკა (მიმართვის ფორმა: ნიკა შვილო) ნიკას მამა დონეცკში გაიცნო კაი ბიჭი იყო მერე ავარიაში დაიღუპა და ეხლა ეს უვლის ბავშვს (დაახლოებით 30 წლის არის „ბავშვი“) იმ დღეს ნიკას ათხოვა მანქანა და ამას პატარაზე მიურტყამს ბორდიულისთვის მაგრამ ხომ არ ვეჩხუბებოდი ამ დედა მოტყნულს ჩემია მაინც (იცინის), თამაზიჩს თავის თავზე აქვს გადამეტებული წარმოდგენა რო კითხო ყველა იცნობს და ყველა პატივს სცემს (არადა ყველას მაგრად კიდია), აი ესეც ხელს იშვერს იქვე გაჩერებულ ვიღაც კარგ მანქანიან ტიპზე და ეძახის: როგორ ხარ ჩემი ძმა, მამაშენი ხომ კარგად არის? ტიპს სახეზე ეტყობა რო პირველად ხედავს და მამამისი 20 წლის წინ დაიღუპა, თავიდან მოშორების მიზნით უცნობი თავს უქნევს და მიდის.

თამაზიჩს აქვს ძალიან მაგარი ლოგიკური აზროვნება მხოლოდ მას შეუძლია დააკავშიროს ზამთარში თოვლის ნაადრევად მოსვლის ფაქტი პარლამენტარის ბიზნესს გუდაურში, მაგათი მაფიაა ყველაფერი რაკეტას გაისვრიან ღრუბელი წამოვა აქეთ თოვლი მოვა და იშოვეს ფულები ამ დედა მო…ბმა!

მას არ მოსწონს არანაირი პროგრესი, ვერ იტანს ვერაფერს ახალს, თუნდაც რო უყურებს ვულკანიზაციაში ხელოსანი აპარატურით რო შლის საბურავს მაგაზეც გული ღვარძლით ევსება, ადრე რო არ იყო ეგ რაღაცეები ვერ შლიდნენ საბურას მოსკვიჩის რესორებიით?  ან ეს რა არის იმ დღეს გურამა რო არის ვახოს ცოლის ძმა (ან გურამა ვინ არის ან ვახო) იმასთან იყვნენ ბიჭები ასულები სვამდნენ ეს გურამას გოგო მთელი საღამო კომპიუტერთან იჯდა რაღაცეებს აკეთებდა როგორ შეიძლება ბავშვი ამდენი ხანი კომპიუტერთან იჯდეს წადი რა შვილო დაჭერობანა ითამაშე ეგ რო კარგი იყოს თამაზიჩს დაასწრებდიი?

თამაზიჩი ცხოვრობს იმედით, ის ელოდება რო თავისი ძმაკაცები (სინამდვილეში არანაირი ძმაკაცები არ არსებობენ ბუნებაში) ისევ დაიწყებენ საქმეს რუსეთში და ამას დაურეკავენ რო ამან აქ საქმეს მიხედოს.

პ.ს. ამ პერსონაჟზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, და მომავალში აუცილებლად გავაგრძელებ ამ თემას ახლა კი მხოლოდ ამ მცირედი გაცნობით შემოვიფარგლები.

Leave a Reply