აი ის მომენტები

  1. აი ის მომენტი საწოლიდან რო ადგები და ფეხის ნეკა თითს რომ მიარტყავ საწოლის კუთხეს.
  2. აი ის მომენტი რიგში რომ დგახარ და უკნიდან ვიღაც გასუნთქებს.
  3. აი ის მომენტი სამარშუტო ტაქსში ერთი ადამიანი რომ აქტიურობს და ყველაფერზე რეპლიკას აკეთებს (რათქმა უნდა უკმაყოფილოა)
  4. აი ის მომენტი ყველაზე მეტად როცა გჭირდება სადმე დარეკვა მაშინ რომ გიმთავრდება ბალანსი.
  5. აი ის მომენტი მუშაობა რო გეზარება და საკუთარ თავთან რაღაც სულელური მიზეზებით აპრავებ.
  6. აი ის მომენტი 3 წიგნი რომ აქვთ წაკითხული და რო უნდათ ყველა თემაში ჩასვან ამ წიგნებიდან ციტატა.
  7. აი ის მომენტი როცა გგონია რომ წონაში დაიკელი, არადა ვერავინ ამჩნევს.
  8. აი ის მომენტი უხერხული რომ არის. :)
  9. აი ის მომენტი ცხელ ხაზზე რომ რეკავ და თქვენ ხართ რიგში 37 –ე.
  10. აი ის მომენტი დილით მაღვიძარა რო გაღვიძებს და კიდევ 5 წუთი რო გძინავს.
  11. აი ის მომენტი კარგ ფოტოაპარატს რომ ყიდულობ და ხელოვანი რო ხდები.
  12. აი ის მომენტი არ მინდა დალევა, კარგი 1 ჭიქას დავლევ თქვენი ხათრით.
  13. აი ის მომენტი პანაშვიდზე სანამ ოთახში შეხვალ რო გეცინება.
  14. აი ის მომენტი ზრდილობის გულისთვის რო გეცინება ანეგდოტზე.
  15. აი ის მომენტი ოთახში უფროსი რო შემოდის და საქმიან სახეს რო იღებ :D
  16. აი ის მომენტი როცა გიმტკიცებენ რო ფანრიანი ნოკია ჯობია iPhone – ს იმიტომ რომ ამას თუ უნდა მე–5–ე სართულიდან გადააგდებს და არაფერი მოუვა
  17. აი ის მომენტი როცა გეუბნებიან რო 2003 წელში გამოშვებული მანქანა ახალია.
  18. აი ის მომენტი როცა ბავშვი ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი.
  19. აი ის მომენტი CV – ში რო უწერიათ ინტერნეტი და ელ–ფოსტა ვიციო.
  20. აი ის მომენტი მანქანას რო ძრავ და სარკეში ხედავ 70 წლის სტაიანშიკი რომ მორბის.
  21. აი ის მომენტი მეგობრებთან ერთად სადმე რო მიდიხარ და ერთი ყოველთვის ყველაფერში რო გეწინააღმდეგება:)
  22. აი ის მომენტი შვებულებაში რო ხარ და სამსახურიდან გირეკავენ.
  23. აი ის მომენტი ხელის დაბანის დროს ბრჩხილის ქვეშ საპონი რო დაგრჩება.
  24. აი ის მომენტი ჭამის დროს ვიღაც ტვინს რო გიბურღავს
  25. აი ის მომენტი ამ პოსტს რო კითხულობ და ხვდები რომ ეს მომენტები შენც გქონია :)

Leave a Reply