რჩევები დამწყებ პროგრამისტებს

ისწავლო პროგრამირება საქართველოში ნამდვილად არ არის მარტივი თემა, ჯერ იმიტომ რომ არსებობს ენის ბარიერი ბევრმა არ იცის ინგლისური შესაბამისად ლიტერატურასთან ხელი არ მიუწვდება (ქართულად ნათარგმნი წიგნები უბრალოდ არ არსებობს, რაც არსებობს იმათზეც შეიძლება ითქვას რომ არ არსებობს :), რომელიმე სასწავლებელში სწავლა გამორიცხულია იმიტომ რომ ლექტორებმა თვითონ არ იციან და მოსწავლეს რა უნდა ასწავლონ? რჩება მხოლოდ ერთი სწორი მაგრამ ძალიან რთული გზა.  უნდა გაათენო ძალიან ბევრი ღამე კომპიუტერთან,  წერო ძალიან დიდი კოდები სანამ იქამდე არ მიხვალ რომ ამ დიდი კოდებით მიღებული შედეგი პატარა კოდით მიიღო.

მოკლედ რომ ვთქვათ ბევრს იწვალებ, ისწავლი, კარგ სამსახურს იშოვნი და ერთ დღესაც იტყვი რო რაღაც გააკეთე, რაღაცას მიაღწიე, მაგრამ ეს კმაყოფილება დიდხანს არ გასტანს  დახედავ ტელეფონს და გირეკავს ნათესავი, ეს ნათესავი არის საკმაოდ შორეული დიდი ხანია არ გინახავს და გაინტერესებს საიდან სად ამან როგორ მომაგნო? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია დედაშენმა ან მამაშენმა იმარიაჟა, ეს არის აქსიომა და ამ კითხვაზე პასუხი სხვაგან არ ეძებოთ. რო აუკრძალოთ მშობლებს სხვაგან არ თქვაო მაგასაც არ აქვს არანაირი აზრი მაინც იგივეს გააკეთებენ მოკლედ დახედავ ტელეფონს და ჯერ ფიქრობ რამე ცუდი ხომ არ მოხდა? არასდროს დაურეკია და დღეს რატომ რეკავს? პასუხობ ტელეფონს და ისმენ მლიქვნელ მოკითხვას, ერთი სული გაქვს როდის გადავა სათქმელზე, რომელიც იწყება შემდეგი სიტყვებით: „ვაიმე გუშინ დედაშენს ველაპარაკე და მითხრა რომ კომპიუტერი იცი კარგად და აი ჩემ კომპიუტერს რაღაც ჭირს იქნებ გენახაა“ (მოჩვენებითი ამაზრზენი სიცილი), ახლა ფიქრობ რა დროს ეს იყო ამდენი საქმე მაქვს დღეს გვიანობამდე სამსახურში უნდა ვიყო ხვალ სამსახურის მერე საქმეზე ვარ წასასვლელი და ეუბნები: „იცი, არ მცალია და იქნებ სადმე სახელოსნოში მიიტანოთ?“  და ამ დროს იღებ ყოვლად უთავმოყვარეო პასუხს: „რას ლაპარაკობ მე არ მეჩქარება როცა შენ გინდა მაშინ გააკეთე ხვალ სახლში ვარ დღეს თუ არ გცალია ხვალ გამოიარე  თან გურამიკომ უნდა დამირეკოს ლონდონიდან“ გურამიკო არის ამ ნათესავის შვილი რომელიც ბავშვობაში გყავს ნანახი ერთხელ დაბადების დღეზე მშობლებმა დაგიპატიჟეს,  ეხლა ლონდონში სწავლობს,  გურამიკოს ხსენებით  გეუბნება რო ვიღაც ის კი არ არის შვილი ლონდონში ყავს  და დიდი ხანი არ უნდა რომ გაფუჭებული იყოს კომპიუტერი (გადაიხადე რა 10 ლარი mymarket ზე მაგის მეტი რა არის? და გადაგიყენებენ სისტემას!) ეს არის ერთი უკიდურესობა და ამას თუ დაეხმარები ზუსტად 2 დღეში მინიმუმ 10 დაგირეკავს იგივე თხოვნით.

ასევე პროგრამირება ასოცირდება ჰაკერობასთან (ამას ხელი ჰოლივუდის ფილმებმაც შეუწყო)  ერთ დღეს დაგირეკავთ ახლობელი რომელიც კაი ხანია არ გინახავთ და რომლის IQ თავისივე ასაკის რიცხვს უდრის, პასუხობ და ისმენ შემდეგ სიტყვებს: როგორ ხარ ბრატ?? ზრდილობის გულისთვის მოგიკითხავთ სლენგით და მერე გადავა დავალებაზე, შენ ხო მაგარი ხარ კომოუყტერებში აი ის ხაკერობები და რაღაცეები როა რა მაიმუნობები ხო იცი მე ვერ ვერკვევი ფეისბუქი თუ რაღაც ოხრობა როა მაგის გატეხვა მინდა რა, გოგო გავიცანი , დღე და ღამე ამ ფეისბუქზე გდია რას წერს ერთი მაინტერესებს, რა თქმა უნდა ეუბნები რო ფეისბუქის გატეხვა არ შეგიძლია ის ნაწყენი და თან დამცინავი ტონით გეუბნება: „კაი ხარაშო,  სკაიპი რო გამიტეხო?“ ამაზეც ანალოგიურად ეუბნები რო სკაიპსაც ვერ გატეხავ და უკვე აშკარად დამამცირებელი ტონით გეუბნება: ეე მე მეგონა მართლა მაგარი იყავი კაი მაშინ ოდნოები მაინც გამიტეხე და ამაზეც უარს რო ეუბნები უკვე შენ გრცხვენია რო ოდნოებს როგორ ვერ ტეხავ??? მოკლედ ამას ემშვიდობები და მობილურში მაგის ნომერს ბლოკავ, გამორიცხულია ამან რამე ისეთზე დაგირეკოს რომ თქვენ გამოგადგეთ :).

 

მესამე და არანაკლებ შემაწუხებელი თხოვნაა, როცა გირეკავენ შემდეგი ტექსტით:  700 ლარად მიდნა რამე კარგი კომპიუტერის ყიდვა და მაყიდინე რა ხო იცი მე ვერ ვერკვევი, პირველი რასაც ფიქრობ ეს არის  სახეზე დავიჯერო ალტა მაწერია?? მე რატო მირეკავ??? წადი რა მაღაზიაში და იყიდე რაც გინდა.  ამ საკითხზე ეუბნები რომ მივიდეს მაღაზიაში და კონსულტანტს კითხოს, სასურველია რომელიმე ბრენდს თუ ურჩევთ მეტი დამაჯერებლობისათვის მაგალითად ასე: ალტაში ეხლა მიუღიათ ახალი HP ის და Asus ის ლეპტოპები,  ძალიან კარგი ლეპტოპებია არ გჭირდება ჩემი გამოყოლა მიდი და  კონსულტანტი შეგირჩევთ,  მინიმუმ 2 ბრენდი უთხარით, იმიტომ რომ შეიძლება ერთ ბრენდს მაგ ფასში არ ჰქონდეს ლეპტოპ, და კიდევ მოგიწევთ მასთან საუბარი :)

 

p.s. მოკლედ მეგობრებო თუ პროგრამისტობას გადაწყვეტთ გახსოვდეთ რომ თქვენი გარე ნათესავები მუდამ თქვენს გვერდით არიან :)

Leave a Reply