რას იტყვის ხალხი?

საქართველოში ცხოვრება არც ისე მარტივია თუ არ ჩავთვლით არასახარბიელო განათლების დონეს და უმუშევრობას, ამას ემატება ოჯახის წევრების მხრიდან აშკარა და დაუფარავი ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში,  ეს ალბათ იმით არის განპირობებული, რომ პირადი ცხოვრება თითქმის არ გააჩნდათ 50 წელს ზემოთ ადამიანებს, ისინი რატომღაც ყველაფერს აკეთებენ ერთმანეთის ჯიბრზე და ერთმანეთის დასანახავად, (რათქმაუნდა ყველას არ ეხება) სწორედ აქედან მოდის ცნობილი ფრაზა რას იტყვის ხალხი?  არ ვიცი ჩემამდე არ დადის რაში უნდა მაინტერესებდეს ვინ რას იტყვის და რატომ არ უნდა გავაკეთო ის რაც მე მინდა მარტო იმიტომ რომ ვიღაცამ რამე არ თქვას, თან ისიც ზურგს უკან პირში ყველა ყველას უცინის :), მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე  უაზრო  შეზღუდვა ციკლიდან რას იტყვის ხალხი :

  1. რას იტყვის ხალხი თუ 20 – 22 წლის ახალგაზრდას არ უნდა მშობლებთან ცხოვრება და გადავა ცალკე საცხოვრებლად??
  2. რას იტყვის ხალხი თუ ყვავი ჩხიკვის მამიდის გასვენებაში 400 კილომეტრი არ გაიარე და ზრდილობის გულისთვის არ შემოუარე კუბოს??
  3. რას იტყვის ხალხი თუ რამე განსხვავებულ პროფესიას აირჩევ და არ გინდა იურისტობა ან ეკონომისტობა ??
  4. რას იტყვის ხალხი თუ ახალდაქორწინებულები ცალკე გადავლენ საცხოვრებლად ??
  5. რას იტყვის ხალხი თუ 25 წლის („ბავშვი გოგო“) სიგარეტს ეწევა??
  6. რას იტყვის ხალხი ოჯახს ხომ არ დაანგრევ? მერე რა რო ქმარი გცემს.
  7. რას იტყვის ხალხი გასათხოვარი გოგო ბიჭმა მანქანით მოაცილა ღამის 10 საათზე??
  8. რას იტყვის ხალხი თუ ქორწილში 70 ნათესავს არ დაპატიჟებ რომლებიც სულ 2 ჯერ გყავს ნანახი მანამდე ქელეხებში?
  9. რას იტყვის ხალხი თუ დიპლომს არ აიღებ? აქ მთავარი დიპლომი არის ცოდნა მე-100-ე ხარისოვანია.
  10. რას იტყვის ხალხი თუ ცოლთან ან ქმართან კონფლიქტი მოგივიდა და ცოტა ხნით დაშორდით?? (ამ ფაქტს მთელი ოჯახი ასაიდუმლოებს და ნათესაობაშ აბაზრებენ რო ძალიან ტკბილად ცხოვრობენ ერთად, ხოლო ტელეფონის გათიშვის შემდეგ ამბობენ რო როდემდე უნდა ატყუონ ამხელა სანათესაო).
  11. რას იტყვის ხალხი ბავშვს ქორწილი არ გადაუხადაოო?? არადა ბავშვი რათქმაუნდა 30 წლის ან მეტის არის J
  12. რას იტყვის ხალხი სუფრაზე გოჭი არ იყოო.
  13. რას იტყვის ხალხი განათხოვარი მოიყვანა ცოლადო??
  14. რას იტყვის ხალხი თუ გოგოს ტატუ აქვს გაკეთებული?
  15. რას იტყვის ხალხი ბიჭს თუ ოდნავ განსხვავებული ვარცხნილობა აქვს და არა ნანეტი ??

პ.ს. ამ ბლოგს ვწერ იმისთვის რომ ახალგაზრდა თაობამ არასდროს არ გაიმეოროს ეს სისულელე და აკეთონ ის რაც უნდათ, თუ შენ ბედნიერი ხარ ნებისმიერი საქციელით (რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში) მაშინ ეს ამათ ღირს და ვისაც რა უნდა ის უთქვია და თუ უნდათ მთაწმინდიდან გამოქანებულან, ასე რომ იყავით ბედნიერები და არ შეიზღუდოთ თავი 70 წლის გრძელცხვირა ჭორიკანა ქალების გამო რომლებსაც არასდროს არ ქონიათ პირადი ცხოვრება და ამით იმდენად არიან დაბოღმილები, რომ უნდათ ახალგაზრდა თაობაც მათნაირი ღვარძლიანი გაიზარდოს (ქვეცნობიერის დონეზე).

Leave a Reply