დავიჯერო ძნელია?

ქართველები რომ განსაკუთრებული  ერი ვართ ამას დამტკიცება არ სჭირდება, მაგალითისთვის შეგვიძლია პიკის საათში გავიაროთ ქუჩებში და იქ რაც ხდება მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს სხვაგან ამას ვერ ნახავ, მაგრამ ამასთან ერთად კიდევ ბევრი თავისებურება გვახასიათებს,  ჩემთვის გაუგებარია  კინოს დარბაზში რატომ უნდა ეძებო შენი ადგილი 5 წუთი?  არადა დარწმუნებული ვარ ყველას გინახიათ კინოში შემოსული ოჯახი რომელიც ჯერ ერთ ადგილას ჯდება ცოტა ხანში მოდის ამ ადგილის მფლობელი ეს ოჯახი დგებ აწუხებს მთელ რიგს და საბოლოოდ კითხვა კითხვით და 10 ადამიანის დახმარებით აგნებს თავის ადგილს, არადა ელემენტარულია, მაგრამ როცა არ უნდა მიხვიდეთ კინოში მსგავს ფაქტს აუცილებლად შეესწრებით.

10366183_10203643673834183_6829893665809000481_n

კინოდან რომ გამოხვალ ტაქსის გაჩერება მოგინდება, მაგრამ გაგახსენდება რომ ქეში აღარ გაქვს და იქვე ბანკომატთან მიხვალ და აქ ხვდები ის ხალხი ადგილს რო ვერ პოულობდა რა მაღალი IQ -ს მქონეები ყოფილან, ბანკომატთან აუცილებლად დაგხვდება  შუახნის ადამიანი რომელიც ებრძვის სისტემას,  ბარათი რომ ჩადო სანამ მონაცემები დამუშავდა ამას ეშინია რომ არ გადაუყლაპოს ბარათი და უკვე გაუქმებას აწვება, აიღებს ბარათს და წყევლის ამის მომგონს,  ახსენდება რა კარგი დრო იყო სალაროს რიგში რომ იდგა.

ცდა#2.
ბარათი ისევ შეაცურა ბანკომატში და ამჯერად დაელოდა სანამ მონაცემები დამუშავდა, სისტემამ ენის ამორჩევა შესთავაზა, ეს კითხულობს ჩამონათვალს და 1 წუთიანი დაყოვნების შემდეგ ირჩევს ქართულს,  შეიყვანეთ პინ კოდი, პინი რათქმაუნდა უწერია ქაღალდზე რომელიც ძალიან დიდ ჩანთაშ აქვს ჩატენილი და 1 წუთი ანდომებს ქაღალდის პოვნას, მერე ოთხნიშნა კოდს ცალცალკე კითხულობს და როგორც იქნა შევედით :),

  1. თანხის განაღდება
  2. ბალანსის შემოწმება

თანხის განაღდება უნდა მაგრამ აჭერს ბალანსის შემოწმებას, გსურთ ქვითარი? კი, იღებს ქვითარს და 1 წუთი სჭირდება რომ წაიკითხოს რა წერია ქვითარზე, საბოლოოდ ვერაფერს ვერ იგებს რა ეწერა, მაგრამ ქვითარს ინახავს,  გსურთ სხვა ტრანზაქციის შესრულება? აწვება არა – ს,  ტრანზაქცია სიტყვა ეუცხოვა და დააჭირა არა-ს რამე არ ჩამომაჭრასო, ბანკომატმა ბარათი დააბრუნა.

ცდა#3.
ბარათს იღებს, უკმაყოფილო სახით უკვე ხმამაღლა იწყებს ფიქრს, რა ჯანდაბა სჭირს? სინამდვილეში ეს იმიტომ ხდება რომ იქნებ მიეხმარო, მაგრამ ესე პირდაპირ ჯერ ვერ მიდიხარ და მოთმინებით უყურებ, ბარათს დებს ბანკომატში, ისევ კითხულობს ენების ჩამონათვალს ამჯერად 10 წამით   ნაკლები დრო სჭირდება, შემდეგ პინკოდის ფურცელს ისევ ეძებს, მაგრამ ამჯერად უფრო მეტი დრო სჭირდება რადგან წინაზე რო შეიყვანა იფიქრა აღარ დამჭირდებაო და ჩანთაში ჩატენა, :) შეყავს პინი და კითხვაზე  თანხის განაღდება / ბალანსის შემოწმება აჭერს თანხის განაღდებას, რათქმაუნდა შაბლონური თანხებიდან არცერთი არ უდნა და ფიქრობს რა გააკეთოს, კითხულობს ყველა ჩამოთვლილ თანხას 10,20,50 და ა.შ და როგორც იქნა მივიდა “სხვა ოდენობა” – მდე, აჭერს და ირჩევს 75 ლარს, თუმცა უწერია რო ბანკომატი გასცემს მხოლოდ 20 და 50 ლარიან ბანკნოტებს, შეტყობინებაზე ბანკომატში არ არის შესაბამისი ვალუტა ჰგონია რომ ანგარიშზე არ ზის თანხა და იწყებს ჩხუბს :) გსურთ სხვა ტრანზაქციის შესრულება?  აჭერს ისევ არა-ს და გვაქვს უკვე 0 ლარი და 2 ქვითარი.

ცდა#4
უკვე ყველანაირი მოთმინება ამოგეწურათ და მიდიხართ დასახმარებლად, თუმცა ჯერ გათვალიერებს იქნებ ვიღაც ყაჩაღი ხარ და ფული წაართვა, თუ შეგატყო რომ არ ხარ მაგის მკადრებელი გეუბნება მოდი რა იქნებ დამეხმარო გადამრია ამ რაღაცამ, აბრუნებს ბარათს ბანკომატში, არ აცლი ენების წაკითხვას პირდაპირ ირჩევ ქართულს, კიდე 1 წუთი უნდა პინის ფურცლის პოვნას შეყავს პინი, ამ დროს შენ გვერდზე იხედები :),  არ აცლი არაფერს და პირდაპირ აწვები თანხის განაღდებას და ეუბნები რომ 75 ლარს ვერ გამოიტანს რადგან მხოლოდ 20 ლარიანი და 50 ლარიანი ბანკნოტებია ბანკომატში, გეუბნება იყოს 80 ჯანდაბას, და აჭერ თანხის განაღდებას, თანხა რომ გამოვა იღებს მადლობას გიხდის და გარბის, ისეთი დაბნეულია რომ ბარათს ტოვებს, შენ იღებ ბარათს და მისდევ რო უახლოვდცები შეშინებული ბრუნდება (ქვეცნობიერში აქვს ჩარჩენილი რო შეიძლება ვიღაცამ დააყაჩაღოს) უბრუნებ ბარათს, და გლოცავს უი შენ გაიხარე შვილო :) ამ მომენტში შენ რომ ამას გამოეკიდე ბანკომატთან სხვა მივიდა მიდიხარ და ხედავ რო ენების ჩამონათვალს კითხულობს, შენ იგინები და მიდიხარ სახლში ფეხით.

10943299_10203651379506820_910692659_n

პ.ს. მესმის რომ რაღაც ახალია ეს ბანკომატი თქვენთვის, მაგრამ არც ისე ახალი აღარ არის, მითუმეტეს რომ ყოველ თვე გიწევთ შეხება ბანკომატთან (ყოველთვე იმიტომ რომ როგორც წესი ეს ხალხი ხელფასი რომ ერიცხებათ ერთიანად გამოაქვთ თანხა იმდენად დიდი ტანჯვაა მათთვის ბანკომატთან ურთიერთობა), ასე რომ უმორჩილესად გთხოვთ ნუ დამტანჯეთ და ისწავლეთ მოხმარება.

ბანკომატიდან ფულის გამოტანას მხოლოდ 40 წამი სჭირდება!

 

Leave a Reply