“შოკის მომგვრელი პოსტი”

ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა, გაურკვეველი წარმომავლობის საიტები სადაც იწერება ძალიან დიდი სისულელები, მაგრამ ამ სტატიების სათაურები ნამდვილად სახალისოა, ვინც სოციალური ქსელის მომხმარებელია და ასეთი ძალიან ბევრია უკვე მიხვდება რაზე მაქვს საუბარი, მაგალითად: ბიჭი მარკეტში შევიდა და რაც შემდეგ მოხდა შოკში ჩაგაგდებთ  ან  ამ გოგონას თავიდან ყველა დასცინოდა, მაგრამ რაც შემდეგ რაც მოხდა ტირილს მოგანდომებთ, მოკლედ ესეთი სათაურები ყველას გინახავთ სავარაუდოდ რამოდენიმე წაგიკითხავთ კიდეც, სამწუხაროდ სათაური და შინაარსი არანაირ კავშირში არ არის ხოლმე, მაგრამ დღეს მე სხვა რამეზე მინდა დავწერო, როგორი იქნებოდა ძალიან ცნობილი ფილმების სათაურები ამ სტატიების ავტორებს რო დაეწერათ სცენარი :)

  1. მას სიძე თავიდან არ მოსწონდა, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა გულს აგიჩუყებთ. –  Armageddon
  2. ის დედინაცვალმა მოსაკლავად გაიმეტა, მაგრამ შემთხვევით 7 კაცთან ერთად აღმოჩნდა სახლში, რაც შემდეგ მოხდა +18 – ფიფქია და 7 ჯუჯა
  3. ის მოგზაურობას ვერ იტანდა, რაც შემდეგ მოხდა შოკში ჩაგაგდებთ – The Lord of the Rings
  4. სცენაზე რომ ავიდა ყველას ეუცხოვა მისი დანახვა, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა ფანტასტიკური იყი – The Fifth Element
  5. თავიდან ის ყველას playboy ეგონა, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა უბრალოდ წარმოუდგენელია! – Batman
  6. თავიდან უბრალოდ წამება ეგონათ, მაგრამ რაც მას ბოლოს აღმოხდა მეფეც კი გააოცა – Braveheart
  7. მან მშვილდი მოზიდა და რაც შემდეგ მოხდა ყველას შოკში ჩაგაგდებთ – Robin Hood
  8. ის უბრალოდ ზანგი ეგონათ, მაგრამ მისმა ქმედებამ თეთრების გული მოიგო :)) – Jango
  9. ბიჭს ეგონა გოგო იხრჩობოდა, რაც შემდეგ მოხდა გაგაგიჟებთ – Ariel
  10. და და ძმა კლუბში შევიდა, რაც შემდეგ მოხდა ვერავინ წარმოიდგენდა – EuroTrip

p.s სიამოვნებით მოვისმენ თქვენს ვერსიებს კომენტარებში ;)

იდეის ავტორი ირაკლი ვერულაშვილი

 

Leave a Reply