Just story

სამუშაო დღის დასასრულს, ჯონი საღამოს ბინდით შემოსილ ქუჩებში, საშინლად დათრგუნული მიაბიჯებდა. ამ საოცრად ნეგატიურ დღეს, მხოლოდ ერთი კარგი ამბავი ეპაექრებოდა. შუა კვირის მიუხედავად ჯონი მეორე დღეს ისვენებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დარდის გაქარვება ბარში, ვისკის და ყინულის დახმარებით შეეძლო. რამოდენიმე წუთში ჯონი ბართან იდგა, “Jack Daniel”_ს წრუპავდა და ბარმენს, რაღაც სისულელებზე ელაპარაკებოდა.

ერთი საათის გავლის შემდეგ ჯონი მიხვდა, რომ მხოლოდ ვისკით საქმეს ვერ უშველიდა, რამე უფრო ეფექტური ესაჭიროებოდა. მისდა ბედად ბარში დასაზვერად მიმავალ მზერას საჭირო გამოხედვა გადაეყარა. მაგიდასთან მარტო იჯდა და საჭირო კლიენტს ელოდა. ჯონიმ და უცნობმა ჟესტების ენით უმალ გაცვალეს ინფორმაცია პროდუქტის ღირებულების, მისი ქიმიური შემადგენლობის და მოქმედების ვადის შესახებ. რამოდენიმე წუთში ორივე ბართან, გვერდიგვერდ იდგა და ბარტერიც საკმაოდ სწრაფად და მოხერხებულად განახორციელეს.
ჯონიმ “ელექსირი” მიიღო თავისთვის ცალკე მაგიდაზე დაჯდა და ეფექტის მოსვლას დაელოდა. ცოტა ხანში მისი ფიქრები ისევ ამ ავადსახსენებელი, უიღბლო დღის განმავლობაში მომხდარ მოვლენებში ჩაიძირა. უცებ ზურგზე სიმძიმე იგრძნო, როცა სიტუაციაში გაერკვა მიხვდა, რომ ზედ ფქვილით სავსე ტომარა ედო. მიიხედ მოიხედა, მის ახლოს არავინ იყო. ვის შეეძლო ესე შეუმჩნევლად მიპარვა და ამხელა ტომრის ზურგზე დადება და ისევ გაქრობა?! ნუთუ აბი მოქმედებას იწყებდა? ტომარა მოიხსნა, საპირფარეშოში შევიდა და სახეზე წყალი შეისხა. უცნაურად გრძნობდა თავს. “იმედია არ გამარეკინებს” – ჯონიმ სარკეში თავის თავს უთხრა და ტუალეტიდან გამოვიდა. გამოსვლისას კარგად შეზარხოშებულ ახალგაზრდას, შემთხვევით ფეხი დააბიჯა.
– არ უნდა იყურო ფეხს სად ადგავ შე ნაბიჭვარო? – საკმაოდ გაბრაზებული ტონით დაუღრიალა ალკოჰოლის ტყვეობაში მყოფმა მამაკაცმა.
ჯონის არანაირი სურვილი არ ჰქონდა მასთან პოლემიკაში შესვლის, ამიტომ მხოლოდ მობოდიშებით შემოიფარგლა და გზა განაგრძო. უცებ თმებზე რაღაცის შეხება იგრძნო. ხელი გადაისვა და სახტად დარჩა. თავზე განავალი ედო. ეს უკვე მეტის მეტი იყო. ვინ ეხუმრებოდა ესე დაუნდობლად?! ისევ ტუალეტში შებრუნდა და თავის დაბანას შეუდგა. საბედნიეროდ ამ ინციდენტს საკმაოდ მიმზიდველმა ქალბატონმა, რომელიც შეცდომით მამაკაცების საპირფარეშოში შევიდა კარგი გაგრძელება მოაყოლა, რაც ხანმოკლე, მაგრამ მხურვალე სექსით გამოიხატა. პროცედურის დამთავრების შემდეგ თავი მოიწესრიგა, რა დროსაც სარკეში შუახნის მამაკაცი დაინახა.
– ვერ გარკვეულხარ შენს თავს რა ხდება არა?! – ირონია ნარევი ტონით უთხრა ჯონის.
– თქვენ ვინ ხართ და საერთოდ რა უბედურებაა ეს ყველაფერი? – გაკვირვებაში შეზავებული გაბრაზებით ჰკითხა ჯონიმ.
– მე ვინ ვარ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შენ კი ის აბი არ უნდა დაგელია.
– რა დავლიე ეგეთი და ეს ყველაფერი მეჩვენება, თუ მართლა ხდება ჩემს თავს?
– სამწუხაროდ ილუზიის ნაწილი აქ არაფერია. იმ აბის მიღებით შავი მაგის, იგივე რეალიზატორის ჯადოს ქვეშ მოექეცი. თუ კარგად დაფიქრდები მიხვდები, რომ როდესაც ტომარა აღმოჩდა შენ ზურგზე, მაგ დროს ნეგატიურ ფიქრებში წახვედი, ანუ “დაიგრუზე”. თავზე ფეკალიები კი იმ ახალგაზრდის მიერ მოყენებული შეურაწყოფა იყო, გულახდილად, თუ ვიტყვით კარგად მოგაჯვა. ის ქალბატონი კი მისი დედა იყო. იმედია ლოგიკა დაიჭირე. შენს გარშემო ყველა გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი რეალობად იქცევა.
ჯონი გაოგნებული უსმენდა. არ უნდოდა მონათხრობის დაჯერება, მაგრამ ხვდებოდა, რომ ამ უცნაური ამბებისთვის სხვა ახსნის პოვნა გაუჭირდებოდა.
– რაც მომიყევი, თუ სიმართლეა, რატომ აქამდე არ გამაფრთხილე?
– ერთ ერთ პირველ მსხვერპლთან სწორედ ეგრე მოვიქეცი, მაგრამ პირველი რაც გაიფიქრა “ამას შიგ ხომ არ აქვსო”. მას შემდეგ საკმაოდ ფრთხილად ვმოქმედებ.
– გასაგებია. ეხლა, როგორ უნდა მოვიქცე? ეს ჯადო როგორ მოვიხსნა?
– სამწუხაროდ მაგისთვის მაგის მოკვლა მოგიწევს, რაც პირდაპი გეტყვი თითქმის შეუძლებელია. მას საკმაოდ ძლიერი შელოცვები იცავს და ქვემეხიც, რომ ესროლო მის ბარიერს ვერ გაარღვევ. რომც გაარღვიო მხოლოდ უმნიშვნელო ნაკაწრებს, თუ დაუტოვებ, რომელიც მისი სწრაფი რეგენერაციის წყალობით უმალ შეუხორცდება.
– შენ ერთ ერთი პირველი მსხვერპლი ახსენე. ბევრი იყო ჩემამდე და რა ბედი ეწიათ მათ?
– რაოდენობა არ დამითვლია, ბედს რაც შეეხება ვგონებ პასუხი შენთვის ნათელია.
– შენ თვითონ ვინ ხარ? ამ კითხვაზე არ გიპასუხია.
– როგორც გითხარი ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე რაც შემეძლო გავაკეთე და გაგაფრთხილე. სასწაული, თუ მოხდა და გადარჩი შეიძლება ჩემზეც მოგიყვე, ახლა კი უნდა წავიდე. მშვიდობით. – ეს თქვა და ტუალეტიდან გავიდა.
– მოიცა! – უკან დაედევნა ჯონი, მაგრამ მის კვალს ვეღარ მიაგნო.
ჯონი ხვდებოდა, რომ საქმე ცუდად იყო. ეს პრობლემა სწრაფად უნდა მოეგვარებინა, თორემ ნებისმიერ წამს შეიძლებოდა რამე დამართნოდა. რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა გააკეთა, ოდნავ დამშვიდდა და დარბაზში დაბრუნდა. მაგი კვლავ მარტო იჯდა მაგიდასთან და ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. ჯონი დინჯი ნაბიჯით დაიძრა და მის პირდაპირ დაჯდა. ოდნავ გაიღიმა და დაიწყო:
– “I just call to say …”
– უკაცრავად? – მაგი გაკვირვებას ვერ მალავდა.
– “I just call to say …” – გააგრძელა ჯონიმ.
– “I just call to say …”
– “I just call to say …”
– რას ნიშნავს ეს ყველაფერი? – მაგის კილოს გაბრაზება დაეტყო.
– “I just call to say …” – აგრძელებდა ჯონი.
მეთორმეტე ცდაზე მაგი მოწყვეტით დაენარხცა იატაკზე. მის ტვინში ორი სანტიმეტრი დიამეტრის ხვრელი გაჩენილიყო.
ყველაფერი დასრულდა. ჯონი ჯადოსგან განთავისუფლდა, მაგრამ ერთ დღეში იმდენი გადაიტანა, რომ შეიძლებოდა ჭკუიდან შეშლილიყო. ბარმენთა მიიჭრა და მისი საფირმო კოქტეილი “გამანადგურებელი” შეუკვეთა. დალია და სახლის გზას დაადგა. მისი გამოცდილებით საძინებლის ოთახში შესვლას მოასწრებდა და შემდეგ კოქტეილი თავის საქმეს დაასრულებდა და დილამდე გაითიშებოდა.
*****************************
– ამ ჯერად რა გვაქვს?
– ახალგაზრდა მამაკაცის გვამია მისტერ ჰოჯიზ. დილით დამლაგებელს უნახია. თავი აქვს გახეთქილი.
– უხეშად უმუშავიათ.
– უცნაური ის არის, რომ არც საკეტს ერყობა გატეხვის კვალი და ფანჯრებიც შიგნიდან არის ჩარაზული. საიდან უნდა შეპარულიყო მკვლელი?
– აქეთ, რომ მოვდიოდი როჯერი გააგზავნეს სავადმყოფოში. გვამი გაქრაო. შემთხვევით ეს ხომ არ არის? – ირონიულად ჩაეცინა ჰოჯიზს.
– ისიც მკვლელობა იყო?
– არ ვიცი. ამბობენ ტვინი ჰქონდა გახვრეტილიო.

Leave a Reply